დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში, მრავალშვილიანი ოჯახების კავშირი "მტევანის" პრეზენტაცია გაიმართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში, მრავალშვილიანი ოჯახების კავშირი "მტევანის" პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი, კავშირის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მრავალშვილიანი ოჯახების კავშირის დამფუძნებელმა იზა ცაგარელმა, ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კავშირის მიზანია, ხელი შეუწყოს მრავალშვილიან ოჯახებს უკეთესი პირობებისა და მეტი გარანტიების შექმნის კუთხით.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, კავშირის დამფუძნებლებს, ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება შესთავაზა და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით. ამ მიზნით, ორგანიზაციამ უკვე დაგეგმა და განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის უფასო სამედიცინო და ჰუმანიტარული აქციები, თუმცა მხოლოდ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები საკმარისი არ არის და ეს თემა, სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

„მოხარული ვარ, რომ ძვრები დაიწყო ამ მიმართულებით. ყოველთვის გვაწუხებდა და ყოველთვის გვქონდა განცდა იმისა, რომ სახელმწიფო რაღაც ნაბიჯებს არ დგამდა და კონკრეტული სტრატეგია ამ მიმართულებით არ ჩანდა. მრავალშვილიან ოჯახებს სჭირდებათ თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. ერთია, როცა ბავშვი იბადება, მაგრამ ამ ბავშვს სჭირდება აღზრდა და ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თითოეული მშობლისთვის. არის ქვეყნები, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს აქვთ სხვადასხვა სახის შეღავათები. აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე ზრუნვა ამ კუთხით, ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა