„გახარია წადი", - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

„გახარია წადი", - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის წასვლის მოთხოვნით შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყვეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

“20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და წასვლასთან ერთად დადგეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს "გავრილოვის ღამის მოწყობა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართა. ახალგაზრდები, ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების გადადგომას ითხოვენ.

ცნობისთვის, აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით „გახარია“ წადი, ქუთაისის გარდა, პარალელურ რეჟიმში თბილისში, ზუგდიდსა და გორში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა