გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გორშიც გაიმართა

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გორში აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე განლაგდნენ და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს.

„გადადგეს შს მინისტრი გახარია და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს - ეს არის ამ აქციის მოთხოვნა“, - განაცხადა ენმ-ს გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ.

შეფერხებული მოძრაობის გამო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენისას, მცირემასშტაბიანი აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიდან სკვერში გადაინაცვლეს.

ინფორმაციისთვის, გორის გარდა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა