ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია გამართეს

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

„ვუერთდებით თბილისში ჩვენ მეგობრებს, რომლებიც ყოველ საღამოს შვიდ საათზე დგანან მეორე სამსახურში, რომელსაც სამშობლოს სამსახური ჰქვია და ვუცხადებთ სოლიდარობას. ასევე, ვუერთდებით მათ მოთხოვნებს და ვეუბნებით გახარიას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მე პირადად ვიდექი 20 ივნისს, პირველი რამოდენიმე გასროლის შემდეგ უბრალოდ შოკში ვიყავი. მე სუფთა ხელებით, ანთებული გულით პროტესტის გამოსახატავად ვიდექი, ვეუბნებოდი არას ოკუპაციას, არას რუსეთს. თქვენ კი საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ.

ისინი ქალაქის ცენტრში გადაადგილდებოდნენ და სკანდირებდნენ - „წადი, წადი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო