აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკითხი ბიუროს მე-12 სხდომაზე აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტის მიერ ინიცირებული დოკუმენტი გადაგზავნილი იყო აჭარის მთავრობაში, ყველა მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უწყებაში. ამასთან, ინიციატორებმა გაითვალისწინეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ წარმოდგენილი 2 რეკომენდაცია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი - 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. ასევე, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა