აჭარაში პირველად, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

დღეს დონორთა საერთაშორისო კონფერენცია - „მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები მიმოიხილა. მან ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სინქრონული განვითარების საჭიროებაზე, ასევე, ისაუბრა რეგიონში ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე.

„სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც თანაბრად ქმნის შესაძლებლობებს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი. ასევე, ჩვენ ვმსჯელობთ მეორე ფაზასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციას. ასევე, აზიის განვითარების ბანკთან უკვე დაწყებული პრინციპული მოლაპარაკებები ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დონორთა საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში პირველად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID, FAO, IFAD, USDA, CENN, EBRD, SCO, Caritas, Marcy Corps Georgia) წარმომადგენლები, მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი, ტურიზმის დეპარტამენტის და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა