„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში, ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე - დაბა ზაჰესში.

10:10-დან 11:10 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, 11:00-დან 18:00 საათამდე კი სოფლებს ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ქანდა და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 14:00 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ანანური, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ჭივილაანები, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს