სალომე სამადაშვილი - ნულოვანი ბარიერი და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას შეუწყობს ხელს

მსჯელობის ერთ-ერთი თემა საარჩევნო ბარიერს უნდა შეეხოს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ვენეციის კიმისიის რეკომენდაცია იყო, რომ ქვეყანაში მცირე ბარიერი არსებობდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებაზე მსჯელობის დროს შესაბამისი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

„როცა კონსტიტუციის ცვლილებაზე მსჯელობა იქნება, არგუმენტაცია უნდა მოვისმინოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის, რა ლოგიკაა ამის უკან - სამართლებრივი თუ პოლიტიკური. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ის, რომ ნულოვანი ბარიერი შემოვიღოთ და ავკრძალოთ ბლოკებად გაერთიანება, ეს ხელს კიდევ უფრო შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიტიკურ პროცესში ქაოსი, რაც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში არ დაეხმარება, შეიძლება პოლიტიკური პროცესი უმართავი გახადოს",-აცხადებს სამადაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა