ბათუმში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია „მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიმართა

ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრმა სამომავლო პერსპექტივებზე, აჭარის რეგიონის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე, აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისათვის კონკრეტული საპროექტო წინადადებები განიხილეს და სამომავლო თანმშრომლობის შესაბამისი სფეროები განსაზღვრეს.

დონორთა საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის მერიის, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის რეგიონში დონორთა საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად გაიმართა. უწყების ცნობით, კონფერენციის მიზანს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებისთვის რეგიონული განვითარების პრიორიტეტებისა და მათი შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენდა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ