რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავში, მე-17-ე მიკრო რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სადარბაზოში, სადაც ლიფტს ცეცხლი გაუჩნდა, ძლიერი დაკვამლიანება იყო და მოსახლეობა გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდა. მათი ევაკუაცია საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა განახორციელეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, კვამლისგან მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ხუთამდე ადამიანმა, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ჰოსპიტალიზაცია აღარ დასჭირდათ.

მე-17-ე მიკრო რაიონის #27 საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შატხაში ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და მაშველები. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა