შეკვეთილში აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს

შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა სანაპიროს მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი მეგაფონებით სკანდირებენ ,,ძირს ოლიგარქი", ,,გახარია, წადი!" შეკრებილები შსს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

,,შეკვეთილში უკვე მესამე ლოკაციაზე კარავი გაიშლება. არ დავიშლებით ვიდრე ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება."- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ბონდო თედორაძემ.

აქციაში ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს" გურიის, აჭარისა და ფოთის ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა