შეკვეთილში  აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კარავი გაშალეს

შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა, სანაპიროს მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი კარავი გაშალეს. ეს მესამე კარავია, რომელიც შეკვეთილში გაშალეს. ამასთან, სამი აქტივისტი შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობას განაგრძობს.

,,ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან არის ის, რომ როგორმე მუხტი დააგდოს . ჩვენ ამის საპასუხოდ მივანიშნებთ, რომ ეს მუხტი კი არ ცხრება, არამედ პირიქით ძლიერდება. კიდევ ერთი კარავი დავამატეთ. მესამე კარვის გაშლით, გვინდა მას ვაჩვენოთ, რომ არ დავიშლებით, სანამ თბილისში შეკრებილი ახალგაზრდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ბონდო თედორაძემ.

აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. მათი თქმით, საპროტესტო აქცია 3 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს