რუსთავის მერია - რუსთავის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის ინდექსით საუკეთესო ხუთეულშია

რუსთავის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგებით, საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მუნიციპალიტეტების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების შედეგით, რუსთავის მუნიციპალიტეტი წელს მეორე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოხდა. 100%-იანი შეფასების შკალით, ინფორმაციის გამჭვირვალობის და მისი პროაქტიური გამოქვეყნების ხარისხით, რუსთავმა 57% დააგროვა. პირველ ადგილზე, ქალაქი ბათუმი გავიდა 61%-ით მესამეზე, კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, რომელმაც აღნიშნული კრიტერიუმები 56%-ით დააკმაყოფილა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობას, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს აფასებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემის განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა