FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს

2-3 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, დიალოგი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის და FAO საქართველოს წარმომადგენლის მამუკა მესხის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონისთვის დიალოგის მნიშვნელობაზე და პროცესში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე.

GIAHS-ის პროგრამების რეგიონის მასშტაბით დანერგვა ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას უწყობს ხელს, ასევე დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების პროცესში.

FAO-ს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის რეგიონალურ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის ტანია სანტივანეზის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ერთ-ერთი საშუალებაა ქვეყნები წარმატებით გაუმკლავდნენ იმ სასოფლო-სამეურნეო გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო იზრდება.

„ეს უნიკალური ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემები წარმოადგენენ სოფლის მდგრადი მეურნეობის მოდელებს, რომლებმაც გაუძლეს კლიმატის ცვლილებებს”, - განაცხადა ტანია სანტივანეზმა.

მათი ინფორმაციით, GIAHS-ის პროგრამა ემყარება თემთა რთულ და კომპლექსურ ურთიერთობას მათ კულტურულ, სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტთან, ისევე როგორც ბიოფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან. ეს თემები ინახავენ საუკუნეების მანძილზე ნაგროვებ გამოცდილებას, რის შედეგადაც შეიქმნა გამძლე ეკოსისტემები, რითიც მათმა სასოფლო სამეურნეო საქმიანობამ გაუძლო კლიმატის ცვლილებების დამანგრეველ ეფექტს. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკის გამოყენება რეგიონის სხვდასხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. ამ პრაქტიკისათვის ამჟამად, შერჩეულია ევროპისა და ცენტრალური აზიის ექვსი ადგილი (ორი იტალიაში, სამი ესპანეთში და ერთი პორტუგალიაში)სადაც GIAHS პროგრამის განხორციელება დაიწყება.

„დიალოგის კიდევ ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონალური ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა