ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე - ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს!

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ - შს მინისტრის ვალდებულებაა, პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე და ის იყო ვალდებული უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ოხანაშვილის თქმით, შემდგომ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე სწორედ გამოძიების შედეგების შემდეგ უნდა იყოს საუბარი.

“როგორ ფიქრობთ, ვინმე საკუთარ თავს მისცემს უფლებას, რომ საქმე კანონზე დაფუძნებით არ გამოიძიოს და კანონს მიღმა იმოქმედოს?! ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10 პირს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ზოგიერთ პირთან მიმართებაში დაწყებულია გამოძიება. საუბარია როგორც გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებაზე, ასევე გამოძიების პროკურატურის მიერ წარმოებაზე. საკითხი კომპლექსურია. უმთავრესია ის, რომ არავის ჰქონდეს განცდა იმისა, რომ პოლიციელის მანტიას ამოფარებულს რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა შეეძლება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელის ღირსება იყოს დაცული, თუმცა თუკი იქ არის ვინმე, ვინც შესაძლო დანაშაულს ჩაიდენს, უნდა მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეს პროცედურა მიმდინარეობს. ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს!“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა