ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო მანქანა და 25 მეხანძრე-მაშველი, ასევე ერთი ავტო კიბე და 2 სამაშველო მანქანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.