"გახარია წადი" - ამ ლოზუნგით თელავში, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან მსვლელობით და სიგნალით კახეთის სამხარეო პოლიციასთან გაჩერდნენ, სადაც გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
„გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა და დაისაჯოს,რადგან ახალგაზრდებს 20-21 ივნისს სისხლიანი ღამე მისი ბრძანებით მოუწყეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ნაციონალური მოძრაობის წევრები“ აქციების გაგრძელებს აანონსებენ და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას მოითხოვენ.