გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია რუსთავშიც გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთავში აქცია გაიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭებმა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი მეგობრობის გამზირზე, რუსთავის პოლიციის შენობასთან გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეები, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩენას აპროტესტებდნენ, მომიტინგეები სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს, სამართალდამცავებს შორის რუსთავის პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს