გენერალურმა პროკურატურამ  ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების საკითხზე პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების საკითხზე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოახდენს და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონიძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ