სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არავის ვმტრობთ, ჩვენთვის მშვიდობა, ისე როგორც ამერიკისთვის ერთ-ერთი  ღირებული ფასეულობაა

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთკავშირი დაფუძნებულია იმ ღირებულებათა გაზიარებაში, რომელიც ასე მჭიდროდ გვაერთიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის ჰიმნის ბოლო სიტყვების გაზიარება თავისუფლებაზე საქართველოსაც შეუძლია.

„ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ, პირადად მე ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამერიკასთან. მართალია, უფრო მიცნობენ, როგორც საფრანგეთთან და ევროპასთან დაკავშირებულს, მაგრამ ჩემი პირადი ისტორია იწყება კოლუმბიაში გატარებული წლებით, როცა იქ გავიცანი ერთი პიროვნება, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა - ბჟეზინსკი იყო ჩემი მასწავლებელი და ის იმ მასწავლებელთა შორისაა, რომელსაც ვერ დაივიწყებს ადამიანი. ამერიკაში გავატარე 12 წელიწადზე მეტი სხვადასხვა პერიოდში, იქ დაიბადა ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ეს პირადი კავშირებია, ამაზე ზემოთ დგას სახელმწიფოთაშორისი კავშირები, ჩვენი ურთიერთკავშირი პირველ რიგში დაფუძნებულია იმ ღირებულებათა გაზიარებაში, რომელიც ასე მჭიდროდ გვაერთიანებს. ადამიანი, მისი თავისუფლება, ღირსება დგას ყველაზე ზემოთ. თქვენი ჰიმნი მთავრდება სიტყვებით თავისუფლებაზე, მგონია, საქართველოსაც იმავე სიტყვების გამოყენება შეუძლია, ამის უფლება აქვს იმ საუკუნეების შემდეგ, რაც მან გაიარა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა სხვა ფასეულობებზეც, რაც საქართველოსა და აშშ-ს აერთიანებს.

"კიდევ გვაერთიანებს სხვა ღირებულებები - ტოლერანტობა, სტუმართმასპინძლობა, ორივე ქვეყანა ღიაა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის და ჩვენთან ცხოვრობს ბევრი სხვა წარმოშობის ადამიანი, რომლებიც დღეს არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ არავის ვმტრობთ, ჩვენთვის მშვიდობა, როგორც ამერიკისთვის ერთ-ერთი ძალიან ღირებული ფასეულობაა, რომელიც უნდა დავიცვათ", - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა