დიდუბეში სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, სამი თვის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, 37 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ცხრა მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეიცვალა, მომზადდა შენობის გამაგრების სამი პროექტი, შეკეთდა ექვსი ამორტიზებული ლიფტი, სამ მისამართზე სადარბაზოებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ხუთ ამხანაგობაში საერთო სარგებლობის კიბე და კარი მოეწყო. ასევე, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა განახორციელეს და მასში 510 814 ლარი დაიხარჯა.

მერიის ცნობით, დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 27 მისამართზე მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025