ნუკრი ქანთარია - „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი - მიტინგის დაშლა ბალეტი არ არის

გახარიას გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეპუტატმა ყველას მოუწოდა, „დაგუგლონ“, როგორ ხდება მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში.

"გახარია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელი იმ პროცესზე, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ მისი გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები იმიტომ, რომ, მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა გონივრული იქნებოდა ამით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ბრძანების გაცემას, ლოგიკას თუ გავყვებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. შემდეგ როდესაც იძულებულნი გახდნენ, ჩემი ვარაუდია, რომ მასთან მივიდოდნენ დანაყოფის ხელმძღვანელები და აუხსნიდნენ სიტუაციას, გახარია კი ამაზე დასტურს გასცემდა. „დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე თქმით, აუცილებლად გამოსაკვეთია ხალხი, ვინც 20-21 ივნისს შეკრებილ მომიტინგეებს აქეზებდნენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.

„როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ ნიკა მელია ამ შემთხვევაში მარტო ყოფილიყო. მის გარშემო აუცილებლად გამოსაკვეთია ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია ჩაუყენა სათავეში. თუ ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რაც ძალიან მეეჭვება, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს. ის, რაც ჩვენ 21 ივნისის ღამეს ტელევიზიებითა და ვიდეობით ვნახეთ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას აუცილებლად იმსახურებდა“, - აღნიშნა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა