„გახარია წადი", „წავიდეს ჯალათი მინისტრი" - ამ ლოზუნგებით ბათუმში „ნაცმოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„გახარია წადი", „წავიდეს ჯალათი მინისტრი" - ამ ლოზუნგებით ბათუმში აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. შეკრებილები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

„დაუყოვნებლივ გადადგეს თვალთხარია გიორგი გახარია და პასუხი აგოს დაშავებულ მოქალაქეებზე. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას ყოველთვის განვაცხადებთ",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა