მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების საკითხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გენერალურ გეგმაში, ასევე, გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო-სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. ამასთან, მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები. მათი ინფორმაციით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე მან ხაზი გაუსვა გეგმის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

„მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ზოგადად, რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია, თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ, ასევე, განხილულია, თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან,“ - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

სამინისტროს ცნობით, საჯარო განხილვა მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ, დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო