ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან შს მინისტრის გიორგი გახარიას ბანერი გადმოფინეს წარწერით - “წადი”. ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ამ ფორმით შს მინისტრის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
„ჩვენ ვართ ახალგაზრდები, ახალგაზრდული სულისკვეთებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება და ქვეყანა“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე ფარცვანიამ.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან პლაკატის გადმოფენის გამო, ენმ-ს წევრის გიორგი ფიფიას მიმართ ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ოქმი შეადგინეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებით დაირღვა 150-ე მუხლი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ნახატების და წარწერების თვითნებურ შესრულებას შენობასა და ფასადებზე, ასევე პლაკატების და ლოზუნგების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომელიც არ არის გამოყოფილი.
ენმ-ს წევრი გიორგი ფიფია ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად შენობის სახურავზე პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც პლაკატის წაღება სურდათ.