ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა

ფოთში, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 20-მდე ადამიანი გაიფიცა. ისინი 2 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ.

„2 თვის ხელფასი არ აგვიღია, ჩვენს უკან ოჯახები დგას. უამრავი პრობლემა გვაქვს, მათ შორის ბანკის დავალიანებები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. არ განვაახლებთ საქმიანობას, ვიდრე დავალიანებას ბოლო თეთრამდე არ მოგვცემენ,“- განაცხადა აქციის მონაწილე ზაურ კუპრეიშვილმა.

ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს კომპანია TAHAL GROUP-ი ახორციელებს. აღნიშნული პროცესი ქალაქში რამდენინე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ სამუშაოებს სხვა ფირმა ასრულებდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა. შეკრებილებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა მან გაფიცულებს დავალიანების დაფარვის კონკრეტული დრო ვერ დაუსახელა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული თანხის გადახდას TAHAL GROUP-ი ძველ ფირმას სთხოვს. გაფიცული მუშები კი, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ, მანამ, სანამ მათი დავალიანება სრულად არ დაიფარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა