დავით გაბაიძე - ღია ვარ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო სისტემის მექანიკური გადმოტანა შესაძლებელია მორგებული არ იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკაზე. დავით გაბაიძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა იმსჯელონ როგორ რჩება ბარიერი, უნდა დარჩეს არსებული 5% ბარიერი თუ გაკეთდეს ბუნებრივი, რომელიც უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში 4.76 პროცენტს შეადგენს. როგორც გაბაიძე აღნიშნავს, ის მზად არის ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელოს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსხდეთ პოლიტიკურ სუბიექტებთან, მე ამისათვის ღია ვარ. ნუ ვისაუბრებთ მხოლოდ ტელევიზიით, შევიკრიბოთ ნებისმიერ ადგილას, გნებავთ უმაღლეს საბჭოში, გნებავთ მათ მიერ მითითებულ ადგილას. მე მზად ვარ, ვისაუბრო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამომდინარე იქედან, რომ ცენტრალური საარჩევნო სისტემის მექანიკური გადმოტანა, შესაძლებელია, მაინც და მაინც მორგებული არ იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციფიკაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოვყალიბდეთ უმრავლესობა. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიღებდით შერეულ საარჩევნო სისტემას, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაშიც კი დაფიქსირდა განსხვავებული აზრი, მათ შორის რამდენიმე მაჟორიტარიც გამოთქვამდა მოსაზრებას, ხომ არ ჯობდა გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, თუ ჩვენ ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უნდა ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ფორმატით გადავდივართ, როგორ რჩება ბარიერი, უნდა დარჩეს არსებული 5% ბარიერი, თუ უნდა გაკეთდეს ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჩვენთან 4.76% გამოდის. როგორც ვამბობ დარჩენილი ნაწილის გამო, 1 პროცენტიც არ გამოდის, ღირს თუ არა ბარიერის დაწევა, გარდა ამისა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ განაწილდება ე.წ. ბონუსი. ძალიან ბევრი საკითხია. თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, უნდა გაკეთდეს ბლოკები თუ პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ მონაწილეობის არჩევნებში. პარლამენტის შემთხვევაში ბარიერი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად 1%-ც არ არის, ჩვენს შემთხვევაში კი ბარიერი 4.76%- ია. ეს არის დეტალები რომელზეც უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან უნდა ვიმსჯელოთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირადად მზად ვარ ვისაუბრო მათთან, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ასევე ზოგადად“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

აღნიშნულ კომენტარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭორს პრესსამსახური ავრცელებს.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“