კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებმაც აქცია გამართეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმ ფერმერებს და მევენახეებს შეხვდა, რომლებმაც აქცია გამართეს.

ირაკლი ქადაგიშვილმა მათთან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მთავრობის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია 3 ივლისს გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის (ყურძენი, ღვინო, ხილი) შეუფერხებლად რეალიზაციას ითხოვდნენ. აქციის გამართვის წინაპირობას, ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რისკები წარმოადგენდა, რომელიც ტურისტული ნაკადის შემცირებამ და რუსული ბაზრის შესაძლო დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს