დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვხედავთ პროკურატურის მხრიდან ჟონგლიორობას

ჩვენ ვხედავთ ახლა პროკურატურის მხრიდან გარკვეულ ჟონგლიორობას, რომ გადაიფაროს თემები ერთმანეთით, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის მუხლით არაერთი საქმე აღძრა, თუმცა არც ერთი გამოუძიებია.

„პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გაუჟღერებია ახალი. თუ საქმის კვალიფიკაცია შეცვალეს, ამისთვის უნდა ჰქონდეთ კონკრეტული საბუთები: ვინ რა და როგორ დაგეგმა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეს მეხუთე თუ მეექვსე შემთხვევაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა. გამოძიება იწყება და ვერც ერთი გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და მტკიცებულებებით გამაგრებული მე ვერ ვნახე. თუკი არის ასეთი საბუთები, მაშინ უნდა იმოქმედონ სწრაფად და ეფექტურად. თუმცა გამოსაძიებელია, როგორც კორდონის გარღვევის მცდელობა, ასევე გამოსაძიებელია მეორე ნაწილი - მოქალაქეების დასახიჩრების ფაქტები გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებით,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, კიდევ ვის წინააღმდეგ შეიძლება პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას, „შენების მოძრაობის“ ლიდერი პასუხობს რომ ხელისუფლება არაპროგნოზირებადია თავის ქმედებებში.

„ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ამ ხელისუფლების არაპროგნოზირებადობა ეს არის გამორჩეული თვისება. მე კარგად მახსოვს სხვა შემთხვევები: მაგალითად, მაჩალიკაშვილის თემა აწიეს პიარულად უმაღლეს წერტილამდე, გამოაქვეყნეს ფარული ჩანაწერები, გვითხრეს, რომ ტერორისტი დადის ქალაქში და აღკვეთეს ტერორისტული აქტი და მერე აგერ, მაჩალიკაშვილიც გარეთ დადის და არაფერიც არ მომხდარა. მე მათ სიტყვებს ვეღარ ვენდობი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს