მაია ცქიტიშვილი შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფცასა და ქვემო შაქშაქეთში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა და სოფლის მოსახლეობამ რეგიონსა და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს. შეხვედრაზე მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება, რათა კონკრეტულ დასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტების სწორად განსაზღვრა და შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვა მოხდეს.

„როდესაც 2019 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მოსახლეობასთან. ამ კომუნიკაციის ნაწილი იყო სოფლის პროგრამა, რომელიც აღვადგინეთ წელს და სწორედ მაშინ სოფელმა ფცამ გადაწყვიტა გარე განათების გაკეთება, რაც დასრულდა უკვე. დღესაც ჩვენ გვქონდა საშუალება უშუალოდ სოფლის მოსახლეობისგან გაგვეგო მათი სხვა საჭიროებების შესახებ, გვეკითხა თუ რა პრიორიტეტები აქვთ და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ აქტიურ შეხვედრებს და პირდაპირ დიალოგს მოსახლეობასთან, რომლის მიზანია ხელისუფლებამ პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ უშუალოდ ადგილობრივებისგან გაიგოს. მიღებული ინფორმაცია კი 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული.

„დღეს მოსახლეობასთან საუბრისას შევეხეთ სხვადასხვა მიმართულებას. მელიორაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, ასევე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, სკოლის რეაბილიტაცია. ეს არის ხელისუფლების და ხალხის ჯანსაღი დიალოგის მაგალითი - ჩვენ ვუსმენთ ჩვენ მოსახლეობას და ვრეაგირებთ შესაბამისად. ძალიან გამახარა იმან, რომ ამ შეხვედრებზე ახალგაზრდების ხმა ისმის საკმაოდ მკაფიოდ და ჩვენ მზად ვართ მათი ინტერესები და წინადადებები გავიზიაროთ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა