უფლისციხეში ტურისტული გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

უფლისციხეში ტურისტული გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი გორში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იყო.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ხალხური რეწვის, ქართული სამზარეულოსა და სასმელების გამოფენა- გაყიდვა გაიმართა. ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის განწყობის შესაქმნელად, გამოფენა - გაყიდვის პარალელურად, მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობდა.

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მადლობის ნიშნად ყველა ორგანიზაციასა და მეწარმეს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიება გორის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა