ზაქარია ქუცნაშვილმა კადოეთსა და ლამოვანში დასრულებული პროექტები დაათვალიერა

დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული სასმელი წყლის პროექტები დაათვალიერა და სოფელ კადოეთისა და ლამოვანის მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნულ სოფლებში წლების განმავლობაში არსებობდა სასმელი წყლის პრობლემა, რაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად გადაიჭრა. სანიტარული დაცვის ღობეებით ადგილზე მოეწყო ორი ჭაბურღილი და ორი წყალშემკრები რეზერვუარი, რომელთა დაერთებაც მოხდება არსებულ ქსელზე.

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, ხოლო შემსრულებელ კომპანიებს შპს „უნივერსალი“ და შპს „დაკო“ წარმოადგენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა