თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.

„დღეს დავათვალიერეთ პრაქტიკულად უკვე დასრულებული ბულვარი, სანაპირო ზოლი. შეიმჩნევა ტურისტების მატება. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. ქობულეთში ასევე დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, რომლებიც სრულად იქნება მოპირკეთებული და ინფრსატრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

კომპანიების წარმომადგენლები ამჟამად, ერთდროულად 10 უბანში მუშაობენ. 15 ქუჩაზე წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.

„დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო