შსს-ს მიერ დაკავებული 4 პირის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

არსებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

შეგახსნენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დააკავა - ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა