ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროს ლევან წულაიასთან ერთად, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა „გნუტოვოს“ გამშვები სამხედრო პუნქტი მოინახულეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქართულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა, გასაუბრებოდა სამხედრო გამშვები პუნქტით მოსარგებლე იძულებით გადაადგილებულ პირებს და მიეღო ინფორმაცია მათი პრობლემებისა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ამასთან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება უკრაინულ მხარეს გაუზიარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცნობითვე, ვიზიტის მიზანი გამოცდილების და არსებული პრაქტიკის გაზიარებაა, დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების დაცვის და მათი ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?