„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ავრცელებს.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივლისს 14:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ზემო ავჭალის და გლდანის მასივის ტერიტორიაზე.

10:10-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს ხიდისყური, ქსანი, 15:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, აღაიანი და მიმდებარე სოფლებს.

08:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭართალი, ჩიტაურები, 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს კოდისწყარო, კადოეთი.

12:25-დან 16:00 საათამდე დენი დროებით გამოირთვება დაბა სტეფანწმინდაში.

11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება ახალგორის სოფლებს ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს