ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე  გამჭვირვალე მუნიციპალიტეტების ხუთეულში შევიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტების ხუთეულში შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში“ გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია დაესწრნენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში. შარშანდელთან შედარებით წელს წინა პოზიციაზე, მეოთხე ადგილზეა. ხუთეულში მოხვედრის გარდა მუნიციპალიტეტები უნდა ზრუნავდნენ ამ ხუთეულში პოზიციის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე“,- აღნიშნა კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ექსპერტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების შემდეგ ის მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს.

საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ბათუმთან ერთად დაჯილდოვდნენ რუსთავის, ლაგოდეხის, ზუგდიდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა