„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე ტრანსფარანტები - „გახარია წადი" გამოფინეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე ტრანსფარანტები - „გახარია წადი" გამოფინეს.

როგორც მათ განაცხადეს, ამ ფორმით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, რათა თანამდებობიდან გადადგეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება.

ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„მაგისტრალის მთელ პერიმეტრზე გაჩნდება ბანერები - „გახარია წადი“. იქნება ბევრი ბანერი და ეს არის პროტესტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს მინისტრი", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ