სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონგრესი გახსნა

"ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში"- ამ სახელწოდებით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონგრესი იმართება.

კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონგრესს აჭარის მთავრობის წევრები ესწრებიან.

კონგრესს ორგანიზებას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს.

კონგრესის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები, ასევე დელეგატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, ჰონ კონგიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, არაბული ქვეყენებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

„ჩვენ ვზრუნავთ მომავალ თაობაზე და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა მოგახსენოთ ორგანიზატორებს, რომლებმაც ტრადიციულად საერთაშორისო კონგრესი ბათუმში მოიწვია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია" ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა