ლოზუნგებით „დაისაჯოს გახარია", "სისტემა უნდა დაინგრეს" ქუთაისში აქცია გაიმართა

„დაისაჯოს გახარია", "სისტემა უნდა დაინგრეს"- ამ ლოზუნგებით ქუთაისში აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ამჯერად პროკურატურასთან შეიკრიბნენ. ახალგაზრდები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

„მოვითხოვთ დაისაჯოს გახარია და პასუხი აგონ „გავრილოვის ღამისთვის“. ვითხოვთ, დაიბარონ პროკურატურაში გამოკითხვაზე. ვერ შეგვაშინებენ ოპოზიციის ლიდერების დაჭერით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ გადადგება გიორგი გახარია. საჭირო თუ გახდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, იმისთვის, ახალგაზრდები არ დაშავდნენ. მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეს, რადგან არ დავუშვათ რუსეთის ოკუპაცია", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა