„ნაცმოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების - მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროებთან, პლაკატები - „გაიცანით 92 წითელ არმიელთაგან ერთ-ერთი“ გააკრეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროებთან, პლაკატები გააკრეს წარწერით - „გაიცანით 92 წითელ არმიელთაგან ერთ-ერთი“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, ამ ფორმით, მათ დეპუტატების მიერ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებისთვის ხმის მიცემა გააპროტესტეს. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

„მათ ნიკა მელიას წინააღმდეგ მისცეს ხმა და ამით დაიცვეს რუსი ოკუპანტი გავრილოვი. საქართველოში, მითუმეტეს ხელისუფლებაში არ უნდა გვყავდეს ისეთი ადამიანები ვინც იცავენ რუს ოკუპანტს. სისტემა აუცილებლად დაინგრევა და „ქართული ოცნება“ თავისი გახარიებით და თვალთხარიებით აუცილებლად გადადგებიან, ისინი არ იქნებიან საქართველოში ძალიან მალე“,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ისინი საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა