თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ღონისძიება „ქალთა ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ - ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიება, საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ქალი ლიდერები უფრო და უფრო ძლიერები არიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

დელეგატებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობას.

,,ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა ამ მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით გვახარებს, რომ ეს კონგრესი ქალებსა და მათი ინტეგრაციის საკითხებს ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ახალ პერსპექტივებს დასახავს, ხოლო მსგავსი ღონისძიებები ბათუმში კორპორატიული ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია. კონგრესის ფარგლებში, აჭარას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტომატოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტები სტუმრობენ. ღონისძიება 2 დღეს გაგრძელდება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ