სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, საქართველოში პირველად, იაპონელი ხელოვანის, აკემი ლუკასის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს. მისი ნამუშევრების გამოფენა 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
„იმედი მაქვს, რომ ისე ვით ღრმა, მშვიდ ოკეანეში დაცემული წვეთი, ჩემი სიყვარულით სავსე მონასმი გამოძახილს ჰპოვებს დამთვალიერებელში და საქართველოს კულტურის ისტორიის ნაწილი გახდება“, - ამ სიტყვებით მიმართა იაპონელმა ხელოვანმა, კალიგრაფიის ოსტატმა აკემი ლუკასმა ქართველ მასპინძლებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აკემი ლუკასმა, გამოფენაზე „ექო-დროისა და სივრცის მიღმა“ ორმოცდაათამდე ნამუშევარი წარმადგინა.
ღონისძიებას იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, საპატიო სტუმარი, საქართველო იაპონიის მშვიდობის ელჩი, ვაჟა აზარაშვილიც დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიღნაღის ეროვნული მუზეუმი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.