ზესტაფონის მერმა მსოფლიო და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებს ფულადი პრიზები გადასცა

ზესტაფონის მერმა მსოფლიო და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებს ფულადი პრიზები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ევროპის თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი მინდია ლილუაშვილი, ზესტაფონის მერმა ფულადი პრიზით დააჯილდოვა. გიორგი გოგლიჩიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორებს ტატო სამხარაძეს, გაგა ბახტიძეს და მარიამ ცერცვაძეს შეხვდნენ. ფულადი პრიზები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მათაც გადასცეს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძეც ესწრებოდა.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, მინდია ლილუაშვილმა მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე, ჭიდაობა სამბოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალური შეხვედრა სამბისტმა ბელორუსელ ალიაკსანდრ კოკშასთან დათმო.

„ვულოცავ მინდია ლილუაშვილს და ზესტაფონს ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალს. ჩვენი ქალაქისთვის ეს პირველი ოლიმპიური მედალია. ჩვენ შევხვდით დღეს, როგორც მინდია ლილუაშვილს, ასევე ყველა წარმატებულ სპორტსმენს და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ სათანადო პირობები ჰქონდეს ყველა სპორტსმენს, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეებს ვგეგმავთ“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს