მოშიმშლილე აქტივისტი ფოთის ჰოსპიტალიდან გაწერეს და ის შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარედ მიმდინარე შიმშილობის აქციას შეუერთდა

მოშიმშლილე აქტივისტი ხათუნა ბერიძე ფოთის ჰოსპიტალიდან გაწერეს და ის შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შიმშილობის აქციას შეუერთდა. როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, მედიკოსებმა მას შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს.

„კლინიკაში გამოკვლევები ჩამიტარდა. ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა მირჩიეს, მაგრამ მე ისევ აქ ვარ, დავბრუნდი ჩემს მეგობრებთან. თუ კიდევ ცუდად გავხდი, ამ აქციაში მონაწილეობას ვერ გავაგრძელებ,“-განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ბერიძე შეუძლოდ დღეს დილით გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.

შეკვეთილში სამი პირი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-11 დღეა შიმშილობს. მათ ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო