თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ აჭარაში წელს გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სამუშაო შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს,

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ წელს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების ეკონომიკური ინტერესები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ შვებულება საქართველოში გაატარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა