სალომე ზურაბიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში უნიკალურ აღმოჩენებს გაეცნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში ახალ, უნიკალურ აღმოჩენებს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მკვლევარების მიერ გონიოს ციხის ტერიტორიაზე ახლახანს მოპოვებული არტეფაქტები ჩვენი წელთაღრიცხვის I - III საუკუნის რომაულ კულტურას და არქიტექტურას განეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 210 წელს მოჭრილი რომის იმპერატორის სეპტიმუს სევერუსის მონეტა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს