რუსთავში ახალი მუნიციპალური სერვისცეტნრი გაიხსნა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნა.

ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, სერვისცენტრი, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისთვის, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. რუსთაველები ქალაქის მერიაში მიუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას.

,,მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოსახლეობაზე და მათ კმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მე იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახალ სერვისცენტრში იმუშავებენ, მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს და ერთი ფანჯრის პრინციპი გაამართლებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და აიდი ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს. სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მისაღებად, მოქალაქეებს მხოლოდ ID ბარათი დასჭირდებათ. აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სერვისცენტრის შენობა ევროკავშირის პროექტის -,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა