თინა ხიდაშელი - ფაქტი, რომ ხელისუფლება უკნიდან იწყებს საგამოძიებო პროცესს, უკვე არასწორია და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში უნდობლობას

ფაქტი, რომ ხელისუფლება უკნიდან იწყებს საგამოძიებო პროცესს, უკვე არასწორია და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში უნდობლობას, რომელიც ისედაც არსებობს,-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ბრალისა და პასუხისმგებლობის გადატანა მოხდეს აქციის მონაწილეებზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოვლენები შესაძლოა ნებისმიერი სცენარით განვითარდეს.

„ხელისუფლება ვალდებულია, ანა-ბანაა სახელმწიფო ცხოვრების, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ამის შემდეგ ვიწყებთ პასუხისმგებლობის სხვა მხარეს ძიებას. იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ უსამართლობის განცდა და მოლოდინი, რომ თუ იქ ხარ, მაშინ არაფერზე პასუხი არ მოგეთხოვება. რაც არ უნდა გააკეთოს დღეს შსს-მ და პროკურატურამ , თუკი ამ მოქმედებების ჯაჭვში სათავეში არ დგას სახელისუფლებო ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა, ყველაფერი ხდება არალეგიტიმური საზოგადოების თვალში“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, რიგითი აქციის მონაწილეების დასჯა მაშინ, როცა შსს-ს საკუთარი „რიგითები“ არ ჰყავს დასჯილი, უსამართლობის განცდას აჩენს.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში