ბათუმში, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება

6 ივლისს ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც აქვთ სუმოს აქტიური ფედერაცია.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალის სუმოს ფედერაციები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

„განსაკუთრებულად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციისგან გვაქვს შემოთავაზება, მომავალ წელს, საქართველო ჩაჯდეს სარეიტინგო სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყოველ წელს, ევროპის მასშტაბით, ყველა აქტიური სპორტსმენი ჩამოვა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ჩატარდება საქართველოში.

საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოისტია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას მთელი იაპონია და ევროპა საასპარეზო სახელით KOKKAI - თი იცნობს, რაც თავის მხრივ ითარგმნება, როგორც შავი ზღვა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

6 ივლისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს